რუსთავის მერი, დავით ჯიქია მოსახლეობას შეხვდა. ქალაქის პირველმა პირმა რუსთაველის ქუჩისა და 9 მაისის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად დაათვალიერა შიდა ეზოები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში უკვე განხორციელდა. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი შეიცვალა და ასფალტის ახალი საფარი დაიგო. დავით ჯიქია ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზეც ესაუბრა.