მარის არხის დასახლების მაცხვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ცენტრალურ პაერკთან არსებული ტყის გადაკეტვას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, თუ ტყე გადაიკეტება და ტერიტორიაზე ოთხფეხა საქონელს საძოვრად აღარ შეუშვებენ, ადგილობრივებს შემოსავლის ერთ ერთი ძირითადი წყარო აღარ ექნებათ. აქციის მონაწილეებს უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გაესაუბრა. მისი თქმით, ტყე ახალი ნერგების დარგვას, განახლებას და მოვლას საჭიროებს, ამიტომ ტერიტორია დაცული უნდა იქნას პირიტყვისგან.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ქალაქის მერი დავით ჯიქია შეხვდა. საკითხში გარკვევის შემდეგ, მოსახლეობასა და მერს შორის შეთანხმება შედგა. იმ პირობით თუ საქონელს წყემსი ეყოლება, რომელიც ახლად დარგულ ნერგებს პირტყვისგან დაიცავს. ადგილობრივებს, პირუტყვის ტყეში შეუშვების უფლებას მისცემენ.