შარტავას ქუჩის #19 ბინის მიმდებარე ტერიტირია ისევ მოუწესრიგებელია.

2017-01-23 20:23:38

შარტავას ქუჩის #19 ბინის მაცხოვრებლები, კორპუსთან შეჩერებული მშენებლობის ნარჩენებისგან გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, მიტოვებული მშენებლობა განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ქარიან ამინდშია. მშენებლობა ამავე კორპუსში მაცხოვრებელმა ლიანა შუბითიძემ წამოიწყო, თუმცა მას შემდეგ რაც, კორპუსის ამხანაგობამ, აღნიშნული მშენებლობა გააპროტესტა და საქმის განხილვა სასამართლოში დაიწყო, მშენებლობა შეჩერებულია. კორპუსის ამხანაგობის ადვოკატის განცხადებით, ტერიტორიის კეთილმოწყობა მანამდე არ დაიწყება, სანამ სასამართლო პროცესები არ დასრულდება. საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში სააპელაციო სასამართლო არის ჩანიშნული. მალხაზ არბოლაშვილი იმედოვნებს რომ სააპელაციო სასამართლო ზაფხულმადე დასრულდება, თუმცა სააპელაციო გადაწყვეტილების შემდეგ საქმე უზენაესში გაგრძელდება, რომელიც რამდენიმე თვეს გასტანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შარტავას ქუჩის #19 ბინის ეზოს მოწესრიგება შესაძლოა მიმდინარე წელს ვერ მოხდეს.