კონდიციონერი სადარბაზოში დაამონტაჟეს [photo]

2018-07-18 10:38:34

კონდიცირების სისტემის სადარბაზოში დამონტაჟებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

ინფო რუსთავს მეგობრობის გამზირის ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და ფაქტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ადგილობრივების თქმით, პირველი სართულის მაცხოვრებელს სისტემის ნაწილი სადარბაზოს შესასვლელში აქვს დამონტაჟებული რაც, მათი თქმით, საფრთხეს წარმოადგენს. მეზობლების ნაწილი შესაბამის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის უფროსი ამბობს, რომ თუ ამის გამო მეზობლებს დისკომფორტი ექმნებათ, ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ.