ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით "ვოლვო"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ფოტო გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა რისთვისაც მადლობას ვუხდით.