სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება, რომელზეც შემდეგი განმარტება გაკეთდა - "ტროტუარზე მივდიოდი და დავინახე რომ მეორე სართულის ფანჯრიდან 2 მცირეწლოვანი იყურებოდა. შედარებით უფროსი ფანჯარაზე შემოჯდა, ხოლო დაახლოებით 2 წლამდე ბავშვმა ფანჯრიდან გადმოიწია. ვეღარ მივხვდი რა გამეკეთებინა. გადავედი გზაზე და სანამ სახლთან მივედი ბავშვი დაბლა ჩავიდა. ვიფიქრე რომ რადგან ოთახში შევიდა უკვე აღარ იყო საშიშროება. გადავედი გზაზე, ჩავჯექი მარშუტკაში და სახლისკენ რომ მივიხედე ეს ბავშვი ისევ ავიდა ფანჯრის ჩარჩოზე. ცოტა ვინერვიულე რომ ვერაფერი გავაკეთე, იმედია ყველაფერი კარგად არის."
ფოტო რუსთავში, სავარაუდოდ მესხიშვილის ქუჩაზეა გადაღებული.