ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე

2018-07-13 12:44:51

ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე მოხდა.  გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი  ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ სამი მგზავრი რომლებიც დაშავდნენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ უტარდებათ სამედიცინო კვლევები. არსებული ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ერთ-ერთს კი გადაუდებელი ქირულგიური ოპერაცია უტარდება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

გამოძიება სსკს 279-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.