"შავი ფერის ჯიპიდან გადმოვიდა 2 მამაკაცი"

2018-07-13 11:52:41

მალხაზ კობაურის ადვოკატმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა - "მან დაინახა შავი ფერის ჯიპი, მანქანა გააჩერეს სმიტების ავტომობილთან, საიდანაც გადმოვიდა 2 მამაკაცი. ეს პირები მიუახლოვდნენ სმიტებს და მათ შორის შედგა საუბარი, ოჯახის უფროსსა და ერთერთ მათგანს შორის ცალკე მიმდინარეობდა საუბარი. სმიტებს მათი დანახვა არ ესიამოვნათ და ცდილობდნენ დროულად გაცლოდნენ შეხვედრის ადგილს. მწყესმა დაინახა რომ ერთერთ მამაკაცს უკან შარვალში ედო შავი ფერის იარაღი, მისივე ინფორმაციით ეს ორი უცნობი ადამიანი მანამდე არ უნახავს და იმ დღეს ნახა პირველად. მოგვიანებით ეს პირები მას ოჯახის განადგურებით დაემუქრნენ."