3 ტრაილერი ხევში გადავარდა [photo]

2018-07-13 10:49:01

ზესტაფონის შესასვლელთან, 3 ტრაილერი ხევში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით სატვირთო ავტომობილები მოძრაობის დროს მოცურდნენ, რის შემდეგაც მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და ხევში გადავარდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.