23 წლის ახალგაზრდა მოკლეს

2018-07-11 13:33:49

მესტიაში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ლუკა ფალიანი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, მესტიის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ორი ჭრილობა გულმკერდის არეში დანით აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ცნობით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავე ადგილობრივი მკვიდრია, რომლის ვინაობა სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია და მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიებები. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.