მოჭრილი ხეები გაგარინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, „ინფო რუსთავს“ გვერდის მკითხველმა მოაწოდა. „ინფო რუსთავმა“ ფაქტი ადგილზე გადაამოწმა, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი მუნიციპალური ტანსპორტის ავტოფარეხის წინ, 3 მრავალწლოვანი ფიჭვია მოჭრილი. გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურისა და რუსთავის უზრუნველყოფის სამსახურისთვის ფაქტი ცნობილი, „ინფო რუსთავისგან“ გახდა. უწყებებში განგვიცხადეს რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.