2018-07-11 02:45:32
უბედური შემთხვევა კურორტ გოდერძიზე.
არსებული ინფორმაციით კვადროციკლზე მსხდომი ორი მამაკაცი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა 30 წლამდე მამაკაცი, მისი გადაყვანა ხულოს საავადმყოფოში მოხერხდა. ექიმების ცნობით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.