ბათუმში დელტაპლანი ჩამოვარდა

2018-07-10 19:11:37

ბათუმში, ზღვაში დელტაპლანი ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით შემთხვევა იახტკლუბის ტერიტორიაზე მოხდა.

დელტაპლანზე 70 წლის უკრაინელი მამაკაცი და 31 წლის ყატარის მოქალაქე იმყოფებოდა.

მაშველებმა ტურისტები ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.