17 წლის ბიჭი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცივი იარაღით დაჭრეს. რამდენიმე საათის წინ დაჭრილი მოზარდი შინაგანი სისხლდენით თბილისის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით პაციენტს შინაგანი სისხლდენა აღენიშნება მუცლის არეში, შემავალმა ჭრილობამ დაუზიანა რამდენიმე ორგანო რომლებიც გაიკერა და ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდი 140 ნომერ ავტობუსში დაჭრეს, რის შემდეგაც მგზავრებმა ტრანსპორტის გაჩერება მოითხოვეს.დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს