"ბეკო"-ს მაღაზია გაქურდეს

2018-07-10 11:43:43

თბილისში, გლდანში "ბეკო"-ს ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, ქურდობა გამთენიისას მოხდა, რამდენიმე პირმა მაღაზიაში შეღწევა მოახერხა.

წაღებულია ძვირადღირებული მობილური ტელეფონები, რომელთა საერთო ღირებულება 30 000 ლარს აღწევს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ფაქტზე გამოძიება სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.