თურქეთში ქართველი გარდაიცვალა

2018-07-06 14:21:19

თურქეთში, იზმირში, ბერგამადან  დიქილის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და  ხეს შეეჯახა. ორი გარდაცვლილიდან ერთ-ერთი ქართველია.

შემთხვევის  შედეგად ავტომანქანის მძღოლი, დაშავდა, ხოლო მგზავრები საქართველოსმოქალაქე  48 წლის მაია კიკვიძე და 88 წლის სუათ ქავაქი ადგილზე გარდაიცვალნენ.

დაშავებული მძღოლი ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი და უტარდება სამედიცინო კვლევა. ხოლო გარდაცვილილები მათ შორის საქართველოს მოქალაქეც  პროზექტურაში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული იყო თურქეთის საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცონო დახმარების ეკიპაჟები.
ფაქტს თურქული მედია „hurriyet“ ავრცელებს.