ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

2018-07-06 10:17:56

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა თბილისში, დიღომში.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. 

გარდაცვლილია სამი და დაშავებულია ორი ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.