ახალი ინიციატივა

2018-07-05 11:43:15

ძველი ავტომობილების, იგულისხმება 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები, იმპორტი მალე აიკრძალება, რისი მიზეზიც მათი არაეკოლოგიურობაა.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძველი მანქანების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, შესაძლოა, მტკივნეული იყოს, თუმცა დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა გამოსავალი არ არსებობს.

მეზობელი ქვეყნების მსგავსად, "ევრო-5"-ის სტანდარტი საქართველოშიც ამოქმედდება. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს ახალი საკანონმდებლო ცვლილება დროულად მიაჩნიათ, თუმცა, მათი აზრით, აუცილებელია, სახელმწიფომ წაახალისოს მოსახლეობა, რათა მათ შეძლონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ავტოპარკის განახლებაში.

ცნობილია, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის დაძველებული ავტმობილების შეზღუდვაზე.