2 წლის ბავშვი მამის კუთვნილ ავტომობილში დაიწვა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ საჩხერეს მუნიციპალიტეტში მოხდა სადაც ოჯახი სურამიდან ჩავიდა. არსებული ინფორმაციით მცირეწლოვანი, მამის კუთვნილ ავტომობილში ავიდა სადაც ნახა სანთებელა. გადაძვრა საბარგულის მხარეს სადაც იყო ბენზინით სავსე 20 ლიტრიანი ავზი. 2 წლის ბავშვმა მოულოდნელად სანთებელა აანთო, რა დროსაც მოხდა ბენზინით სავსე ავზის აალება და რამაც გამოიწვია ავტომობილის აფეთქება.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს".