ავოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
შემთხვევა თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოხდა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა მოტოციკლზე მჯდომი მამაკაცი. ადგილზე მობილიზებული იყო თბილისის საპატრულო ეკიპაჟი.
ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი მგზავრებიც დაშავდნენ, ისინი სასწრაფოს ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს