თბილისში, პეკინის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით პეკინის ქუჩაზე მოძრავი "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მიმართულებაზე გადავიდა და ჯერ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, შემდეგ კი საყოფაცხოვრობო ნარჩენებისთვისთვის განკუთვნილ ურნებს დაეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.