საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიას უმასპინძლა. შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყო.
მიუხედავად სერბებთან დიდი სხვაობით მარცხისა, ქართველი კალათბურთელები საკმაოდ მოტივირევულები ჩანდნენ პირველივე წუთებიდან. შეხვედრის შედეგზე იყო დამოკიდებული საქართველოს ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლა.
მატჩი 98-73 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს რომ ნაკრები ჯგუფიდან ახალი წესების თანახმად მესამე ადგილიდან 8 ქულით გავედა.
ეროვნულ ნაკრებში ორი რუსთაველი კალათბურთელი თამაშობდა: მიხეილ ჭოჭუა და აკაკი დვალიშვილი.
მასალა ბაჩანა ოდიკაძემ მოამზადა