საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - "ხაშური - სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, აღმოჩენილია ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი.
შეტყობინება მას შემდეგ შემოვიდა, როდესაც მოქალაქემ, საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.
სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები"