ტყიბულში და ურეკში მოზარდები დაიღუპნენ

2018-07-01 15:48:11

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო - "ტყიბული - ტბაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, ნაპოვნია 16 წლის მოზარდის ცხედარი. არსებული ინფორმაციით, მოზარდი წყალში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილზე მუშაობდა ორი სამაშველო ჯგუფი.

დაბა ურეკი - ზღვაში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან, უვნებლად გამოყვანილები არიან 10 და 16 წლის მოზარდები. მაშველების მიერ ორი მოზარდის ზღვიდან გამოყვანის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე მოზარდიც. 13 წლის მოზარდის ცხედარი მაშველების მიერ მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი. გადარჩენილი მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება."