დღეიდან ხელფასი პოლიციელებს და მეხანძრე- მაშველებს გაეზარდათ
1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზარდა. პოლიციელების სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების გაზრდისთვის გადადგმული ამ ნაბიჯის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 ივნისს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
დღეიდან ხელფასი გაეზარდათ მეხანძრე-მაშველებსაც. ხელფასის ზრდა 20%-ით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა.