ავტოფარეხში მანქანა დაიწვა

2018-06-30 20:53:05

ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ავტოფარეხში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

ხანძარი ლიკვიდირებილია, , დამწვარია ავტოფარეხი და "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილი. ხანძრის შედეგად სახის არეში მსუბუქი დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ.