ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობით ქვეყნის მასშტაბით მე-4 ადგილზეა. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი 69 პედაგოგს აქვს. Edu.aris.ge-ს მიერ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლაში ფიქსირდება. სერტიფიცირებული პედაგოგების ყველაზე მეტი რაოდენობის მქონე სკოლების ათეულში რუსთავის და თბილისის სკოლების გარდა, ქუთაისის რამდენიმე სკოლაც მოხვდა.