რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამკაცს ეძებენ. ნახეთ ვიდეო.
არსებული ინფორმაციით 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი წყალში შევიდა ხოლო გამოსული არავის უნახავს. თვითმხილველები ჰყვებიან რომ მდინარის პირას მეგობრები ქეიფობდნენ რა დროსაც მამაკაცი წყალში გაგრილების მიზნით შევიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ჩვენი ინფორმაციით მამაკაცი ამ დრომდე ნაპოვნი არაა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 115 მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.