დაკარგული სანომრე ნიშნების ახალი ფოტოები

2018-06-04 14:38:18

“ინფო რუსთავს“ მოსახლეობა კვლავ მიმართავს  სტიქიის დროს,  ავტომობილების  სახელმწიფო სანომრე ნიშნების დაკარგვასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ გთავაზობთ  იმ სანომრე ნიშნების ფოტოსურათებს, რომლებიც მოქალაქეებმა „ინფო რუსთავს“ მიაწოდეს და განაცხადეს რომ აღნიშნული სანომრე ნიშნები რუსთავის საპატრულო პოლიციას გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ იმ მძღოლებმა რომლებაც ვერ იპოვნეს სანომრე ნიშნები უნდა მიმართონ მომსახურების სააგენტოს და აიღონ ახალი ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ავტომობილის მძღოლი სანომრე ნიშნების გარეშე გადაადგილდება ადმინისტრაციული წესით 100 ლარით დაჯარიმდება.

იხილეთ წინა სტატია დაკარგულ სახელმწიფო სანომრო ნიშნებთან დაკავშირებით.