რუსთავში სტიქიის შედეგად, წყალდიდობისას რამდენიმე მძღოლმა ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშანი დაკარგა. "ინფო რუსთავს" ათობით მძღოლი შეეხმიანა და დახმარება სთხოვა. ჩვენი ჟურნალისტი შსს-ს დაუკავშირდა სადაც განუცხადეს რომ - "სტიქიის დროს იმ მძღოლებმა რომლებმაც დაკარგეს სანომრე ნიშნები (თუ ისინი გადაადგილდებიან ქვემო ქართლის მასშტაბით) არ დაჯარიმდებიან. ჩვენ მათ მივცემთ საშუალებას რომ სახლში მივიდნენ, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რომ დილიდან აღნიშნული შეღავათი აღარ გავრცელდება."
იმ მძღოლებმა რომლებაც ვერ იპოვნეს სანომრე ნიშნები უნდა მიმართონ მომსახურების სააგენტოს და აიღონ ახალი ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ავტომობილის მძღოლი სანომრე ნიშნების გარეშე გადაადგილდება ადმინისტრაციული წესით 100 ლარით დაჯარიმდება.
არსებული ინფორმაციით დაკარგული ნომრების დიდი ნაწილი მპოვნელებმა რუსთავის საპატრულო პოლიციაში მიიტანეს, საპატრულო პოლიციამ კი ამის შესახებ მათ უკვე შეატყობინა.