რუსთავში კიდევ უფრო მატულობს ბინების შეძენის მსურველთა რიცხვი. ბოლო პერიოდში აქტუალურია კერძო სახლების აშენებაც. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა რა ღირს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენება რუსთავში.
როგორც ერთერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, კერძო სახლის აშენების ღირებულება დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობაზე.
კერძოდ, კომპანიის მფლობელობაში არსებულ მიწაზე ცენტრალურ უბნებში ე.წ შავი კარკასის აშენებისას 1კვ.მ-ის ღირებულება 350-400 აშშ დოლარია. გარეუბნებში ეს თანხა 290-300 აშშ დოლარს შეადგენს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლის აშენებას საკუთარ მიწაზე გადაწყვეტთ, მაშინ 1 კვ.მ-ის ფასი დაახლოებით 150 აშშ დოლარით განისაზღვრება.
რაც შეეება მიწის ნაკვეთის ფასს, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ყველაზე დაბალი ფასი რუსთავის გარეუბნებშია სადაც მიწის ნაკვეთის ღირებულება1 კვადრატულ მეტრზე 50-60 დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში მერყეობს. სხვა უბნებში კი ღირებულება შედარებით მაღალია და 1 კვადრატული მეტრი 70-100 დოლარის ექვივალენტი ლარში ფასდება.