რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ადგილობრივების პროტესტი არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება. მოსახლეობა ოფისის გაუქმებას ითხოვს, მათი თქმით გაურკვეველი ორგანიზაციის წარმომადგენლები მოზარდებს იწვევენ, რის შემდეგაც მათზე სხვადასხვა სახით გავლენას ახდენენ. მოქალაქეების ნაწილი ვარაუდობს რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალურ ძალადობასაც, ორგანიზაციას კი სექტას უწოდებენ. თავად არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს” წარმომადგენლები კი უარყოფენ მსგავს ბრალდებებს, მათი თქმით, ოფისში ბავშვებზე არანაირ ზეწოლას არ აქვს ადგილი და ასევე აცხადებენ რომ ორგანიზაცია არც ერთ რელიგიურ კონფესიას არ მიეკუთვნება. ნახეთ ვიდეო.
შეგახსენებთ რომ დაპირისპირება მესხიშვილის ქუჩაზე ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.