მშობლები ოფისის გაუქმებას ითხოვენ [video]

2018-05-19 23:09:10

ადგილობრივები მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის გაუქმებას მოითხოვენ, ამ მოთხოვნით მათ რუსთავის პოლიციასაც მიმართეს.

მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გაურკვეველი ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა სადაც მათი თქმით არასრულწლოვანები შეყავთ და ვარაუდობენ რომ მათზე სექსუალურად ძალადობენ.

თავად არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველო“ ერთ-ერთი წარმომადგენელი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ აქვს და ისინი უბრალოდ კვირაში ერთხელ იკრიბებიან და მუსიკალურ საღამოებს აწყობენ სადაც უბნის მოზარდებსაც ეპატიჟებიან. ნახეთ ვიდეო.