პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ოფისში შსს.ს თანამშრომლები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სიციალურ ქსელში „გირჩის“ წევრი ნიკა ქავთარაძე ავრცელებს. „გირჩის“ მიერ პირდაპირ ეთერში მარიხუანას დათესვის გამო შსს-ში გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პოლიტიკური ცენტრი -გირჩის წევრებმა მოხალისეებთან ერთად მარიხუანა დათესეს და ამით მათ მკაცრი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით აღძრა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს .