ქუთათელაძის საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაშია

2018-05-01 20:29:42

რა ეტაპზეა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება.

შინგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაში გადავიდა. გიორგი გახარიას ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში როგორც მინისტრმა განაცხადა, საზოგადოება ახალ ნიუანსებს შეიტყობს, რა ნიუანსებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია.

10 დღის წინ გაირკვა რომ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრებს შსს უსმენდა და ახორციელებდა აუდიო-ვიდეო ჩაწერას.

არაოფიციალური ინფორმაციით პოლიციამ მოიპოვა გარკვეული მტკიცებულებები და საქმე მალე გაიხსნება, "ინფო რუსთავს" ამის შესახებ ინფორმაცია ერთერთმა თანამდებობის პირმა მიაწოდა. ჩვენ დავინტერესდით თუ ყავს პოლიციას რეალური ეჭვმიტანილი რატომ არ ხდება მისი დაკავება, რაზეც გვიპასუხეს რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გარკვეული მასალის შესწავლა და დამატებითი მტკიცებულებების დაზუსტება, რასაც შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. ცხედარი მისსავე კაბინეტში იპოვეს. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.