განმეორებითი არჩევნებიდან ერთი კვირით ადრე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კონკურენტებს აფასებენ. #29-ე საარჩევნო ოლქში ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა ჩიქოვანი, ქართული ოცნებიდან კი პაატა მხეიძე დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება #30-ე ოლქს, აქ კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძე, ქართული ოცნებიდან კი გიორგი ბეგაძე იყრიან. არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას ორივე ოლქში - 24 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იღებდა. მათგან ბარიერის გადალახვა, მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პარტიების მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა შეძლეს.