რუსთავში, VII მიკრო-რაიონში, სადარბაზოსთან მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ექიმების თქმით ისინი შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილის მეგობარი აცხადებს რომ 39 წლია მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევით ნერვიულობის ნიადაგდზე დაიღუპა. ნახეთ ვიდეო.
შსს-ში აცხადებენ რომ - "მამაკაცი გარდაიცვალა მოულოდნელად, გამოძიება მიმდინარეობს სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ჩანიშნულია ექსპერტიზა მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით."