"ინფო რუსთავს" რუსთაველი ქალბატონი დაუკავშირდა და შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა - "ელდორადოში შევიძინე, რომელიც ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს შევიძინე ქათმის სოსისი რომელიც არის ხორცპროდუქტების კომპანია "გემრიელი"-ს ფირმის. გავჭერი და ვნახე რომ შიგნით იყო გაურკვეველი, მუქი ყავისფერი მყარი მასა, შიგნით არის ჩამჯდარი." ჩვენ ვურჩიეთ რომ აღნიშნული ფაქტი მაღაზიის მენეჯერისთვის ეცნობებინა, ასეც მოიქცა. მაღაზიაში განუცხადეს რომ ამ პროდუქტის შესახებ პასუხისმგებლები ვერ იქნებია, რადგან ეს მათი ნაწარმი არ იყო. "ინფო რუსთავი" კომპანია "გემრიელი"-ს გაყიდვების მენეჯერს დაუკავშირდა რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ - "ფაქტის შესახებ ინფორმირებულები ვართ, თუმცა ამ ეტაპზე ძნელია დასკვნების გაკეთება. ჩვენ ცავატარებთ შიდა მოკვლევას და დავადგენთ რა ნივთიერება მოხვდა სოსისში, სწორედ ამის შემდეგ გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს." კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა რომ პროდუქტში სიცოცხლისთვის მავნე ნივთიერება ვერ მოხვდებოდა.