ლევან ონიანი მოსახლეობას შეხვდა

2018-04-13 13:50:09

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი #17 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს თავმჯდომარეს საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სთხოვა. ყოფილი #39 საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები მოსახლება რუსთავის მთავრობისგან ბინების დაკანონებასც ითხოვს. მათი განცხადებით, რუსთავის თვითმმართველობას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განცხადებით, რუსთავში დაახლოებით 6 000 ათასი ადამიანი ითხოვს ბინის დაკანონებას, ამას ჭირდება სპეციალური კომისია რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და ამის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება სახურავის გადახურვის სამუშაოებს, პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.