ბაღებთან ქვეითთა გადასასვლელი იხაზება

2018-04-12 12:52:47

რუსთავის საჯარო ბაგა-ბაღებთან ქვეითთა გადასასვლელები მოიხატება - რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა  ზებრა-გადასასვლელების მოსახატად ის საბავშვო ბაღები შეარჩიეს, სადაც  სატრანსპორტო მოძრაობა განსაკუთრებით გადატვირთულია.

სამუშაოები რუსთავში #11 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო,სადაც ახალი სტილის ქვეითთა გადასასვლელი იხაზება. აღნიშნული ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების ამაღლებას უზრუმველყოფს. მაჩაბელის ქუჩაზე ასევე დადეგმილია ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება და საგზაო მონიშვნების გაკეთება. სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.

ახალი სტილის ქვეითთა გადასასვლელზე, რომელიც საბავშვო ბაღის წინ იხაზება,  ჭიამაიები და ყვავილები იქნება დატანილი, რადგან ყველაზე ხშირად აღნიშნული მონაკვეთის გავლა ბაღის აღსაზრდელებს უწევთ.