პარკში ჩასავლელი პანდუსი მოეწყობა

2018-04-12 11:50:51

წმ.ნინოს ქუჩიდან რუსთავის ცენტრალურ პარკში ჩასასვლელად პანდუსი მოეწყობა. ზიგზაგური პანდუსის მოსაწყობად ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უკვე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ შესაბამისი სამსახური წარმომადგენლებთან ერთად დილით მოინახულა.

პანდუსის არარსებობა პრობლემას როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს, ასევე საბავშვო ეტლით მოსიარულე მშობლებს უქმნის, რის შესახებაც მოსახლეობამ "ინფო რუსთავს" არაერთხელ მიმართა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პანდუსის მოწყობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა. 

სატენდერო დოოკუმენტების თანახმად, პარკში სულ 3 პანდუსი: ჩასასვლელთან, კიბეებთან და ხიდთან მოეწყობა. პანდუსების მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 23,712 გამოიყო.