რუსთავის "რუსთავი" vs ქუთაისის "ქუთაისი"

2018-04-11 23:17:27

რუსთავის საკალათბურთო დარბაზში, ქალაქის გუნდი ქუთაისს დაუპირისპირდა. თამაში დაძაბული გამოდგა, მცირე სხვაობით იგებდა "რუსთავი", ყოველ წუთს იყო იმის შანსი რომ "ქუთაისი" დაწეოდა თუმცა რუსთაველებმა მეტოქის რამდენიმე შეცდომა გამოიყენეს და მეოთხედებში ლიდერობას ინარჩუნებდნენ. რამდენიმე საჯარიმო ვერ გამოიყენა "ქუთაისმა", ბოლო წამებში კი ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა. საბოლოოდ კი გამარჯვება "რუსთავმა" მოიპოვა და ტაბლოზე ანგარიში 86:80 დაფიქსირდა.