მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა

2018-04-11 22:39:50

რუსთავის საქალაქო სასამართლოზე ე.წ. "პოლიციელების საქამეზე" მოსამართლე მადონა მაისურაძემ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ორივე ბრალდებულის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ორივე პოლიციელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო 4 წელი პირობითი სასჯელი.

შეგახსენებთ რომ შემთხვევა 12 ნოემბერს რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა. 18 წლის ბიჭი აცხადებდა რომ მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.