მერიაში შეხვედრა გაიმართა

2018-04-10 15:47:32

ირაკლი ტაბაღუა მერიის წარმომადგენლებთან ერთად "უახლესი ტექნოლოგიების" გენერალურ დირექტორს დავით დვალს შეხვდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია გარე განათების სისტემებთან დაკავშირებით. მზის სისტემაზე მომუშავე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლოა ქალაქში ახალი განათებები დამონტაჟდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ხარჯების შემცირებას და  გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ელექტროსისტემის შექმნას.

"ეს არის გარე განათების ახალი სისტემა, რომელსაც არ აქვს გადასახადი. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით განათების მოდერნიზაციას, რომელიც ახალი ტიპის სანათის სისტემების და მზის ენერგიის გამოყენებით უდანახარჯო ელექტროენერგიის მიღებას გულისხმობს. გარდა ამისა, ამ პროექტს გარემოს დაცვითი ეფექტი აქვს. განათების მოდერნიზაციასთან დაკავშირებით უკვე თვრამეტ მუნიციპალიტეტთან ვთანამშრომლობთ" - განაცხადა დავით დვალმა