რომელ უბნებს შეეზღუდება წყალმომარაგება

2018-04-10 12:32:59

"რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავში, ლომოურის III გასასვლელთან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით,  19:00 საათამდე,  წყალმომარაგება შეუწყდება VI,VII,VIIა,VIII  მ/რ-ს ასევე წყლის მიწოდება შეუწყება ლომოურის ქუჩას თავისი გასასვლელებით.