რა ვითარებაა რუსთავის სასაფლაოზე

2018-04-09 12:49:08

მართლმადიდებლური კალენდრით დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა.
რუსთავში არსებულ სასაფლაოზე დილიდან შეიმჩნევა ხალხმრავლობა.

სასაფლაოების მიმართულებით მოძრაობა მძღოლებს დავით გარეჯის ქუჩის გავლით შეუძლიათ. ავტომობილის მოტრიალება კი ახალი სასაფლაოს ბოლოში არის შესაძლებელი. ტერიტორიაზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი არეგულირებს.

შეგახსენებთ, სასაფლაოს მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი მეორე დღეა უფასოდ მოძრაობს.