მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თემატური სიმღერები შეასრულა, ადგილობრივმა მუსიკალურმა ანსამბლმა „მე რუსთველი“.