გაზრდილი ინტერვალი

2018-04-08 15:46:17

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები განსხვავებული გრაფიკით მუშაობენ.

8 და 9 აპრილს რუსთავიდან პირველი მარშრუტი 07:00 შესრულდება, თბილისიდან კი ბოლო მარშრუტი ტრადიციულ დროს ღამის პირველ საათზე განხორციელდება.

სატრანსპორტო კომპანია ინტერ ტრანსში აცხადებენ, რომ მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო, მარშრუტებს შორის მხოლოდ ინტერვალია გაზრდილია, შესაბამისად მგზავრებს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ.

რაც შეეხება ქალაქის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებს, ისევე როგორც რუსთავი-თბილისის მარშრუტზე აქაც გაზრდილია ინტერვალი. ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი მიკროავტობუსები მუშაობას 22:00 დაასრულებენ.