სუიციდის მცდელობა რუსთავში

2018-04-07 23:05:04

რუსთავში, ე.წ. ახალ ხიდზე პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 50 წლამდე ქალი ხიდიდან გადახტომას და თვითმკვლელობას ცდილობდა. სამართალდამცავები ქალს გაესაუბრნენ და სუიციდი გადააფიქრებინეს. ექიმებმა ქალს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.