6 დაღუპული 3 დაშავებული

2018-04-05 09:08:12

ტყიბულის მაღაროში საწარმოო შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 3 დაშავდა. შემთხვევა ტყიბულის მაღაროში ღამის 4 საათზე მოხდა. ამ დროისთვის სხვა დეტალები არ ხმაურდება. შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.